კარგია, რომ ხელისუფლება საზოგადოების აზრს ითვალისწინებს - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - კანაფის კულტივაციის კანონპროექტის გაწვევის შესახებ

საქართველო, თბილისი - 14:46 | 02.11.2018
ნანახია: 736

საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი ​დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებული საკითხის პარლამენტიდან გაწვევა სასიხარულოა. ამის შესახებ მან პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძისა და შს მინისტრის გიორგი გახარიას პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც ითქვა, რომ კანონპროექტის გაწვევა მოხდება.

„კანონპროექტის ის ნაწილი, რომელიც ითვალისწინებდა კულტივაციას, იქნება გაწვეული და ეს არის ძალიან სასიხარულო, რადგანაც გამოჩნდა მთელი საზოგადოების დამოკიდებულება. ძალიან კარგია, რომ საზოგადოების აზრს ითვალისწინებს ხელისუფლება. ჩვენ ბევრჯერ ვისაუბრეთ ჩვენს არგუმენტებზე და დღეს ამას აღარ დავბრუნებივართ“, – აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

მისივე თქმით, მარიხუანას მოხმარების რეგულაციებთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვაში კვლავ იქნებიან ჩართული.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე