აშშ-ში მსჯავრდებული ელქტროსკამის გამოყენებით მისი თხოვნით დასაჯეს

საქართველო, თბილისი - 14:08 | 02.11.2018
ნანახია: 740

ორი ადამიანის მკვლელობისთვის გასამართლებული ედმუნდ ზაგორსკი ამერიკის ტენესის შტატში სიკვდილით ელქტროსკამის გამოყენებით დასაჯეს. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.

ტენესის შტატში სასიკვდილო განაჩენი ელექტროსკამის გამოყენებით პირველად 1960  წელს აღასრულეს. ამ შტატში უმეტასდ სიკვდილით ინექციის გამოყენებით სჯიან. აშშ-ში ელქტროსკამით სიკვდილით დასჯას უკანასკნელ ხანს იშვიათად მიმართავენ.

მედიის ცნობით, 63 წლის ზაგორსკი, ელექტროსკამის გამოყენებით მისივე თხოვნით დასაჯეს, რადგან მისი აზრით, ეს საშუალება უფრო სწრაფი და ნაკლებად მტკივნეული იქნებოდა. სასჯელი სისრულეში ნეშვილის ციხეში მოიყვანეს. დასჯამდე ზაგორსკიმ ნოყიერად ივახშმა. მისი ბოლო ვახშამი შეიცავდა ღორის ფეხებსა და კუდს. სიკვდილის წინ კი მისი ბოლო სიტყვები იყო Let's rock.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე