პარლამენტიდან კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტს გაიწვევენ

საქართველო, თბილისი - 13:06 | 02.11.2018
ნანახია: 627

პარლამენტიდან კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტი გაწვეული იქნება.  ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა. 

განცხადება კანონპროექტის გაწვევის შესახებ პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ გაკეთდა.

კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში შეჩერებული იყო. საკანონმდებლო ორგანო მხოლოდ მარიხუანას მოხმარების შესახებ რეგულაციებთან დაკავშირებულ კანონპროექტს განიხილავდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე