ამსტერდამში, შესაძლოა, „წითელი ფარნების კვარტალი“ გაქრეს

საქართველო, თბილისი - 12:58 | 02.11.2018
ნანახია: 1295

ამსტერდამის ხელისუფლება ცნობილი „წითელი ფარნების კვარტლიდან“ სექსინდრუსტიაში დასაქმებულ ქალებს ქალაქის სხვა ნაწილში გადაიყვანს. ამის შესახებ Guardian-ი წერს.

ამსტერდამის პირველი ქალი მერი ფემკე ჰალსემი ინიციატივის განხორციელებას 2019 წლიდან გეგმავს.

სამომავლოდ გასატარებელი ღონისძიებების ფარგლებში სექსმუშაკები კლიენტებს ქალაქის ერთ-ერთ გარეუბანში მოემსახურებიან. „წარმოიდგინეთ ოტელის მსგავსი შენობა ოთახებით, რომლებიც აღჭურვილი იქნება განგაშის სიგნალიზაციის ღილაკებით, სადაც ქალები მშიდად იქნებიან თავიანთი ფულის გამო  და უცხოელი ტურისტები მათ ფოტოებსაც ვეღარ გადაუღებენ“, - აღნიშნა ქალაქის მერმა.  

შესაბამისი გადაყწვეტილება ქალაქის მერიამ კვარტალში დიდი რაოდენობით ტურისტების თავმოყრის გამო მიიღო.

ამჟამად, ქალაქის ხელისუფლება იძულებულია დროებით შეაჩეროს სექსმუშაკების მუშაობა, რათა კომუნალური სამსახურების წარმომადგენლებმა კვარტალი ნაგვისგან გაწმინდონ.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს სექსმუშაკების ქალაქის სხვა ადგილზე გადაყვანის პირველი მცდელობა არ არის, თუმცა ეს მცდელობები ადრე წარმატებით არასდროს დასრულებულა.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე