კანაფის კულტივაციის კანონპროექტთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძე და გიორგი გახარია პატრიარქთან შეხვედრას მართავენ

საქართველო, თბილისი - 12:12 | 02.11.2018
ნანახია: 634

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს ხვდებიან.

შეხვედრის დაწყებამდე ირაკლი კობახიძესა და გიორგი გახარიას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. თუმცა, პირველი არხის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტი იქნება.

შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარები მისი დასრულების შემდეგ გაკეთდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე