ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტი ე.წ. საზღვრის დარღვევაზე ჯარიმებს ზრდის

საქართველო, თბილისი - 11:52 | 02.11.2018
ნანახია: 1477

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტმა ე.წ. საზღვრის დარღვევაზე ჯარიმების გაზრდის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა.

ე.წ.კანონპროექტის თანახმად, ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევაზე ჯარიმა 2 ათასიდან 20 ათასამდე რუბლი იქნება. ოფიციალურ პირების მიმართ ჯარიმის თანხა 30 ათასიდან 50 ათას რუბლამდე განისაზღვრა, იურიდიულ პირს კი, 400 ათასიდან 800 ათას რუბლამდე დააჯარიმებენ.

ამჟამად ე.წ. სასაზღვრო რეჟიმის დარღვევისთვის ჯარიმა 500-დან 1000 რუბლამდეა, ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევისთვის კი, 2 ათასიდან 5 ათასამდე.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. მთავრობაში აცხადებენ, რომ  ჯარიმის არსებული ოდენობა მცირეა და შემაკავებელ ფაქტორს არ წარმოადგენს.

ე.წ.კანონპროექტს უახლოეს დღეებში სამხრეთ ოსეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პარლამენტის პრეზიდიუმი განიხილავს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე