ლეგენდარული ფეხბურთელი ანდრეა პირლო თბილისში ჩამოვიდა

საქართველო, თბილისი - 11:48 | 02.11.2018
ნანახია: 1454

თბილისს ანდრეა პირლო ესტუმრა. ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი საქართველოში დღეს გამთენიისას, კომპანია ევროპაბეთის მოწვევით ჩამოფრინდა. ვიზიტის მიზეზი კომპანიის სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობაა.

ანდრეა პირლო კარიერის საუკეთესო წლებში ისეთ საფეხბურთო გრანდებში თამაშობდა, როგორებიცაა მილანი და იუვენტუსი, 6-ჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, 2-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, 2006 წელს კი, იტალიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა. პირლო ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველად არის მიჩნეული და თამაშის განსხვავებული ხედვით, ქარიზმით, კრეატიულობითა და უნიკალური პასის უნარით გამოირჩეოდა.

“ევროპაბეთის” მხრიდან ანდრეა პირლოს სარეკლამო სახედ არჩევა მისმა პერსონამ და თამაშის მანერამ განაპირობა. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ პირლოს ტიპაჟი საუკეთესოდ მიესადაგება ბრენდის განვითარების კონცეფციას.

გადასაღებ მოედანზე ანდრეა პირლოსთან ფრანგი რეჟისორი ჟულიენ ზენიე იმუშავებს, რომელმაც სხვადასხვა დროს “მერსედეს ბენცის”, “როლექსის” და “პეჟოს” სარეკლამო რგოლები გადაიღო. მას უთანამშრომლია სპორტის ისეთ ვარსკვლავებთანთან, როგორებიც კრიშტიანო რონალდო და ნოვაკ ჯოკოვიჩი არიან.

წყარო:popsport.com




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე