თუ საჭირო იყო, უნდა მომეპარა კიდეც, უნდა მეცრუა კიდეც, უნდა მემრუშა და უნდა გამეთხარა კიდეც - დავით უსუფაშვილი
საქართველო, თბილისი - 11:34 | 02.11.2018 ნანახია: 714შესაძლოა, საქართველოს საუკეთესო პრეზიდენტი ვყოფილიყავი, მაგრამ ამავე საქართველოს საარჩევნო ბატალიებში წარმატებისთვის აშკარად ბევრი რამ დამაკლდა, მაგალითად, საძალაუფლებო ჟინი, გაქანება და თავზეხელაღებულობა. ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი "ფეისბუქით" დავით უსუფაშვილი იმ ამომრჩევლებს მიმართვას, რომლებმაც მას ხმა მისცეს.
„36 037-ო, კიდევ ერთხელ მადლობა ერთმანეთის პოვნისთვის და ერთად შეგროვებისთვის! მადლობა, ერთმანეთს არჩევანის შეთავაზებისა და არჩევანის გაკეთების საშუალება რომ მივეცით!
ვწუხვარ, რომ გიმტყუნეთ და მეტი თანამოაზრე ვერ შეგძინეთ. შესაძლოა, საქართველოს საუკეთესო პრეზიდენტი ვყოფილიყავი, მაგრამ ამავე საქართველოს საარჩევნო ბატალიებში წარმატებისთვის აშკარად ბევრი რამ დამაკლდა, მაგალითად, საძალაუფლებო ჟინი, გაქანება და თავზეხელაღებულობა. სახელმწიფო თანამდებობა ჩემთვის ცხოვრების ტვირთია და არა ცხოვრების მიზანი. ამას გრძნობს ბევრი ჩვენი თანამოქალაქე და, თქვენგან განსხვავებით, ხმის არ მოცემით „შემიბრალებს“ ხოლმე.
მე პოლიტიკურ სცენაზე ახალ უფსკრულებს ვერ ვთხრი, არსებულ უფსკრულებზე ხიდების აგებას ვცდილობ. ქართულ არჩევნებში კი მნგრეველები იპყრობენ გულებს და მშენებელს გონებაც კი არ უღებს კარს. მე ადამიანში პარტნიორ მოქალაქეს ვეძებ და მასთან ვსაუბრობ. ჩვენს არჩევნებში კი ამომრჩეველს „ელექტორატის ენაზე“ უნდა ეკეკლუცო და როგორმე ხმა გამოღლიტო… მე ვერც ბიზნეს წრეები „დავითრიე“ ხელისუფლებაში ყოფნისას და ამიტომაც მოვხსენი ყველა დროის რეკორდი „პერ-ხმა-კაპიტა“ დახარჯული თეთრით.
გამოდის, რომ ჟინთან ერთად ქართული პოლიტიკისთვის აუცილებელი „მარიფათიც“ მკლებია – „თუ საჭირო იყო, უნდა მომეპარა კიდეც; თუ საჭირო იყო, უნდა მეცრუა კიდეც; თუ საჭირო იყო, უნდა მემრუშა კიდეც; თუ საჭირო იყო, უნდა გამეთხარა კიდეც“.
მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს „ჟინი და მარიფათი“ თუ მექნებოდა, ახლა მე სხვისი რჩეული ვიქნებოდი და მათ მივმართავდი, ვისაც საქვეყნო საქმე კი არა, საქვეყნოდან სათავისოს ვერ მოციცქვნა ადარდებს.
მე კი თქვენთან მირჩევნია. დღეს მე დავმარცხდი, მაგრამ ხვალ ჩვენთან ერთად და ჩვენი ხელშეწყობით სხვა ჩვენნაირები, ჩემზე უკეთესები და ძლიერები, გაიმარჯვებენ. მეც დღეიდან მათ წარმატებას მოვახმარ ჩემი ცოდნის, გამოცდილების და ენერგიის ძირითად ნაწილს.
მეტი და უკეთ ორგანიზებული შრომით ნამდვილად მეტი შეგვიძლია! საქართველო მაშინ დალაგდება, დამშვიდდება და გაძლიერდება, როცა 36 037 ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, აგურ-აგურ 360 370 გავხდებით (მეტი არა, თორემ ჩვენც ავურევთ)“, – წერს დავით უსუფაშვილი „ფეისბუქში“
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა