ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში საფლავები დაარბიეს

საქართველო, თბილისი - 16:25 | 01.11.2018
ნანახია: 1405

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში 10- მდე საფლავი დაარბიეს. ადგილობრივების ინფორმაციით, წაღებულია მონუმენტები, დამტვრეული და განადგურებულია საფლავის ქვები და მოპარულია მესერის ჯაჭვები.

მოსახლეობა დამნაშავის დასჯასა და მათ დროულ გამოვლენას ითხოვს. მათი თქმით, აუცილებელია საფლავებს დარაჯი იცავდეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, პროცესი თითქმის სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს.

შსს- ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე