ანკარა ერ-რიადს საუდელი ჟურნალისტის მკვლელობის გამოძიების საქმეში თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

საქართველო, თბილისი - 16:08 | 01.11.2018
ნანახია: 664

ანკარა ოპოზიციონერი ჟურნალისტის ჯამალ ჰაშოგის მკვლელობის გამოძიების საქმეში ერ-რიადის დახმარებას ელოდება. ამის შესახებ თურქეთის იუსტიციის მინისტრმა აბდულჰამით გიულმა განაცხადა.

როგორც მანამდე სტამბოლის პროკურატურა აცხადებდა, ჟურნალისტის მკვლელობა წინასწარგანზრახ იყო ჩადენილი, მისი ინფორმაციით, ჰაშოგი, სტამბოლში საუდის არაბეთის საკონუსლოში დაახრჩეს, მისი ცხედარი დაანაწევრეს და გაანადგურეს. განცხადების თანახმად, საუდის არაბეთის გენერალურ პროკურორთან შეხვედრამ შედეგი ვერ გამოიღო.

გიულმა საუდის არაბეთს მოუწოდა ანკარას ჰაშოგის ცხედრის ადგილსამყოფელის შესახებ აცნობოს.

საუდელი ჟურნალისტი სტამბოლში საუდის არაბეთის საკონუსლოში შესვლის შემდეგ 2 ოქტომბერს გაუჩინარდა. 20 ოქტომბერს საუდის არაბეთის მედიამ გაავრცელა ქვეყნის გენერალუირი პროკურატურის განცხადება იმის შესახებ, რომ ჟურნალისტი მოკლული იყო. საქმესთან დაკავშირებით 18 ადამიანი დააკავეს. ჯამალ ჰაშოგი Washington Post-ის მიმომხილველი იყო და აშში 2017 წლიდან ცხოვრობდა.


 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე