„ბოკო ჰარამის“ მებრძოლების თავდასხმის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 15:36 | 01.11.2018
ნანახია: 613

ნიგერიაში „ბოკო ჰარამის“ მებრძოლები თავს ოთხ სოფელს დაესხნენ, რის შედეგადაც 15 ადამიანი დაიღუპა. თავდასხმა ბორნოს პროვინციაში მოხდა.
ამის გარდა თვითმხილველთა თქმით, სოფლებიდან თავის გადარჩენის მიზნით გაქცეული მცხოვრებლების ნაწილი, შესაძლოა მდინარეში დაიხრჩო. მებრძოლები შეირაღებული იყვნენ ცეცხლსასროლი იარაღებით. თავდამსხმელთა რაოდენობა 200-ზე მეტი იყო.

პოლიციას დაღუპულთა და დაჭრილთა ზუსტი რაოდენობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე