აშშ-ში არალეგალების მიერ გაჩენილ ბავშვებს ქვეყნის მოქალაქეობა აღარ მიენიჭებათ

საქართველო, თბილისი - 15:14 | 01.11.2018
ნანახია: 1248

ამერიკაში არალეგალურად მყოფი იმიგრანტების მიერ გაჩენილ ბავშვებს ქვეყნის მოქალაქეობის უფლება ავტომატურად აღარ მიენიჭებათ.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კონსიტუცუიის მე-14 შესწორება არ შეიცავს დებულებას, რომელიც ითვალისწინებს ამერიკის მოქალაქეობის მინიჭებას იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი შეერთებული შტატების ტერიტორიაზე დაიბადება. ამის შეასახებ ამერიკის ლიდერმა Twitter-ში დაწერა.

 „დაბადებისას ე.წ.მოქალაქეობის მინიჭება, რომელიც ჩვენს ქვეყანას მილიარდობით დოლარი უჯდება და ძალიან უსამართლოა ჩვენი მოქალაქეების მიმართ, ასე თუ ისე, შეწყდება“, - წერს ტრამპი.

დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო პროგრამა ძირითადად იმიგრაციის პრობლემებს უკავშირდებოდა და როგორც თავად აღნიშნავდა , ამერიკაში დეპორტაციის მკაცრი პოლიტიკის მიღება იყო საჭირო. ტრამპი გამოდიოდა ინიციატივით, გაუქმებულიყო კანონი, რომელიც აშშ-ში დაბადებული ბავშვებისთვის ავტომატურად ქვეყნის მოქალაქეობის მიღებას გულისხმობს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე