არავითარ შემთხვევაში არ იქნება დაპირისპირება,არეულობა, პროვოკაციებზე წამოგება და ზიზღის ენა - გრიგოლ ვაშაძე

საქართველო, თბილისი - 14:57 | 01.11.2018
ნანახია: 722

წყნარად, ცივილიზებულად, კანონმდებლობის ფარგლებში უნდა გავაგრძელოთ ის, რასაც აქამდე ვაკეთებდით, და რამაც ასეთი წარმატება მოგვიტანა პირველ ტურში, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, არავითარ შემთხვევაში არ იქნება დაპირისპირება, არეულობა, პროვოკაციებზე წამოგება და ზიზღის ენა.

„ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან რამდენიმე საკითხზე ვისაუბრეთ, პირველი არის საარჩევნო პროცესი და მასობრივი გაყალბების მცდელობები, რომლებიც ამ პროცესს თან ახლდა. მეორე არის კრიტიკული შენიშვნები, რომელიც მათ ჰქონდათ ჩვენი კამპანიის მიმართ და მესამე - ყველანი შევთანხმდით, რომ არავითარ შემთხვევაში არ იქნება არავითარი დაპირისპირება, არავითარი არეულობა, არავითარი პროვოკაციებზე წამოგება და ზიზღის ენა. წყნარად, ცივილიზებულად, კანონმდებლობის ფარგლებში უნდა გავაგრძელოთ ის, რასაც აქამდე ვაკეთებდით, და რამაც ასეთი წარმატება მოგვიტანა პირველ ტურში“, - განაცხადა ვაშაძემ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე