მუსულმანები ქრისტიანი ქალის მიმართ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენის გაუქმებას აპროტესტებენ და მის სიკვდილით დასჯას მოითხოვენ

საქართველო, თბილისი - 14:32 | 01.11.2018
ნანახია: 721

ქრისტიანმა ასია ბიბიმ, რომლის სასიკვდილო განაჩენიც პაკისტანის უმაღლესმა სასამართლომ გააუქმა, შესაძლოა, ქვეყანა დატოვოს. ბიბის ოჯახის წევრების თქმით, ასეთი ნაბიჯი ბიბიმ, შესაძლოა,  მუსულმანებს შორის საპროტესტო განწყობის გაძლიერების შემდეგ გადადგას.

Associated Press-ის ცნობით, მუსულმანთა განრისხებულმა ჯგუფებმა პროტესტის ნიშნად, საავტომობილო გზები გადაკეტეს და საბურავები დაწვეს.  ამის გარდა მუსულმანები ისლამაბადში სასამართლოს შენობის წინ შეიკრიბნენ და გადაწყვეტილების გაუქმებასა და სასიკვდილო განაჩენის დაუყოვნებლივ სისრულეში მოყვანას მოითხოვდნენ.

ბიბი 2010 წელს დამნაშავედ ცნეს წინასწარმეტყველ  მუჰამედის შეურაცხყოფისათვის, რაც პაკისტანის კანონმდებლობით სასჯელის უმაღლეს ზომას ითვალისწინებს.

ბრალი მას 2009 წელს წაუყენეს. იმ დროს ჩხუბი მოხდა ბიბისა და  მუსულმან ქალებს შორის, რომლებთანაც ბიბი მუშაობდა.

გამოძიების ფარგლებში ბიბიმ განაცხადა, რომ ქალები მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ ის ქრისტიანი იყო, რის პასუხადაც ბიბიმ  მუჰამედი შეურაცხმყოფელი სიტყვებით რამდენჯერმე მოიხსენია. მისი თქმით, ჩხუბიდან რამდენიმე დღის შემდეგ მას მუსულმანებმა სცემეს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე