იმდენი სამსახურეობრივი საქმე მაქვს, ამომრჩეველთან კომუნიკაციისთვის დრო არ მყოფნის, რისთვისაც ბოდიშს ვიხდი - ირაკლი სესიაშვილი

საქართველო, თბილისი - 13:19 | 01.11.2018
ნანახია: 544

ჩვენ ამომრჩეველთან საკმარისად არ ვიმუშავეთ, რაც თითოეული ჩვენგანის შეცდომა იყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ირაკლი სესიაშვილმა აღნიშნა, პრობლემები და შეცდომები იყო კომპლექსური, იყო მთელი რიგი გარკვეული შეცდომები, რომელიც საზოგადოებამ მეტ-ნაკლებად მგრძნობიარედ აღიქვა, მათ შორის იყო კომუნიკაციის პრობლემა.

„ჩვენ ამომრჩეველთან საკმარისად არ ვიმუშავეთ, რაც თითოეული ჩვენგანის შეცდომა იყო. როდესაც ხელისუფლებაში ხარ, ბევრი სახელმწიფო საქმით ხარ დაკავებული. მე იმდენი სამსახურეობრივი საქმე მაქვს, რაც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეას და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ყოველდღიურ გამოწვევებს შეეხება, არ მყოფნის დრო საკმარისად მქონდეს კომუნიკაცია ამომრჩეველთან. ამ მხრივ ამომრჩეველს ბოდიში მინდა მოვუხადო. როდესაც არის არჩევნები და ასეთი ვითარება, თავისთავად უფრო მეტი აქტიურობა გვჭირდება. ვახდენთ ჩვენი რესურსის სრულ მობილიზაციას. ამის რესურსი გაგვაჩნია. ვაანალიზებთ შეცდომებს, რომლებიც გვაქვს და ხალხს არავითარ შემთხვევაში არ ვაბრალებთ იმას, რა შედეგიც დადგა. პრობლემები და შეცდომები პირველ რიგში ჩვენ თავში უნდა ვეძებოთ. მთელი საქართველოს გავააქტიურებთ ისე როგორც საჭიროა”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე