ჰარვი ვაინშტაინი არასრულწლოვანის მიმართ სექსუალურ შევიწროვებაში დაადანაშაულეს

საქართველო, თბილისი - 13:11 | 01.11.2018
ნანახია: 703

ყოფილმა პოლონელმა მოდელმა ჰოლივუდის პროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინის წინააღმდეგ ახალი ბრალდებები გააჟღერა.

ქალმა, რომლის სახელიც არ ხმაურდება, განაცხადა, რომ 2002 წელს, როდესაც ის 16 წლის იყო, ვაინშტაინს რესტორანში გაყვა, თუმცა ამის ნაცლად პროდიუსერმა ის სახლში წაიყვანა, სადაც მასთან სექსუალური კავშირის დამყარებას აიძულებდა. ქალმა აღნიშნა, რომ ვაინშტაინთან სქესობრივი კონტაქტი თავიდან აიცილა. მისივე თქმით, იმ დროს ის ქალწული იყო.

ყოფილი მოდელის თქმით, პროდიუსერი მის სექსუალურ შევიწროებას განაგრძობდა და ემუქრებოდა, რომ მასთან კონაქტზე უარის შემთხვევაში, სამუშაოს ვერასდროს მიიღებდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე