სომეხი მოსამართლეები თავდაცვის მიზნით იარაღის ტარების უფლებას მიიღებენ

საქართველო, თბილისი - 12:02 | 01.11.2018
ნანახია: 595

სომხეთის მთავრობამ მოსამართლეებს ტაბელური იარაღის ტარების უფლება მისცა. შესაბამისი გადაწყვეტილება მთვარობის სხდომაზე მიიღეს.

გადაწყვტილების თანახმად, იარაღსა და ტყვიებს, ასევე თავდაცვის სხვა საშუალებებს მოსამართლეებს პოლიცია გადასცემს. ამასთან, მათ იარაღის ფლობას ასევე პოლიცია ასწავლის.

უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ მოსამართლეებმა ერთი კვირის განმავლობაში იარაღი და თავდაცვის სხვა საშუალებები პოლიციას უკან უნდა დაუბრუნონ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე