რუსთავში მდებარე ახალი ბაზარი დაიწვა

საქართველო, თბილისი - 11:20 | 01.11.2018
ნანახია: 961

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის მიმდებარედ, ახალი ბაზრის ტერიტორიაზე ხანძარი იყო.

ცეცხლი სავაჭრო ობიექტზე არსებულ დახლებს გაუჩნდა და დაახლოებით, 1 000 კვ.მ. ფართობზე გავრცელდა.

დაიწვა გასაყიდი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.

მოვაჭრეების ვერსიით, ხანძარი უცხო პირებმა გააჩინეს. მათივე თქმით, ბაზრის ტერიტორიაზე სავარაუდოდ, მოლოტოვის კოქტეილები ისროლეს, რამაც ცეცხლი გააჩინა.

მომხდარის გამო, საავადმყოფოში გადაიყვანეს სავაჭრო ობიექტის დაცვის წარმომადგენელი, რომელსაც რთული ემოციური ფონი აღენიშნებოდა.

სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე