ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩლიკაშვილის სარჩელის განხილვა გადაიდო

საქართველო, თბილისი - 11:00 | 31.10.2018
ნანახია: 651

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის სარჩელის განხილვა გადაიდო. აღნიშნულის მიზეზი შსს-წარმომადგენლის მიერ დაყენებული სარჩელი გახდა. 

შსს-ს წარმომადგენელის განმარტებით, მათ გარკვეული ინფორმაცია აქვთ წარსადგენი, რომლის დღეს წარმოდგენაც ვერ მოხერხდა.

მოსამართლე ნანა დარასელიამ შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მაქსიმალური ვადა ინფორმაციის წარსადგენად 15 ნოემბრამდე განუსაზღვრა.

ცნობისთვის, საუბარია, შსს–სა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წინააღმდეგ ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის სარჩელზე. აღნიშნული სარჩელით სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობის მიმდებარე ტროტუარზე მშვიდობიანი შეკრების უფლებისა და კარვის განთავსების შესაძლებლობის შეზღუდვაზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვენ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე