სომხეთის ვიცე პრემიერს მარიხუანის მოხმარებაში ადანაშაულებენ

საქართველო, თბილისი - 14:29 | 29.10.2018
ნანახია: 812

გამოცემა politik.am-მა სომხეთის ვიცე პრემიერი ტიგრან ავინიანი მარიხუანის მოხმარებაში დაადანაშაულა.

ავინიანმა განაცხადა, რომ გამოცემას სასამართლოში უჩივლებს.
გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ  ავინიანი მეგობრებთან ერთად მთავრობის შენობაში, სამუშაო საათებში, მარიხუანას მოიხმარდა.

 „ვაპირებ სასამართლოში politik.am-ს ცილისწამებისთვის ვუჩივლო. მსგავს სიტუაციებში მას მოსთხოვენ საჯაროდ უარყოს ცილისწამება, ასევე კომპენსაციის გადახდას, რომელსაც დავფარავ ჟურნალისტიკის ფაკულტეტების წარმატებული სტუდენტების გადასახადს“, - წერს ავინიანი Facebook-ზე.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე