იაპონიის პრინცესა ცოლად არაარისტოკრატს გაყვა და ტიტულს დაემშვიდობა

საქართველო, თბილისი - 13:57 | 29.10.2018
ნანახია: 868

იაპონიის პრინცესა აიაკოსა და მისი რჩეულის კეი მორიტის ქორწილი ტოკიოში მეიძის ტაძარში გაიმართა.

28 წლის პრინცესა აიაკო იაპონიის იმპერატორის ნაკიჰიტოს ბიძაშვილის შვილია. აიაკოს 32 წლის ქმარი არისტოკრატი არ არის. ის გემთმშენებელი კომპანიაში მუშაობს.

ტრადიციის თანახმად პრინცესა, რომელიც ცოლად უბრალო წრის წარმომადგენელს გაყვება, ტიტულზე უარი უნდა თქვას.

გასულ კვირას პრინცესა ომპერტორ აკიჰიტოს და სამეფო ოჯახის წევრებს გამოემშვიდობა.

ქორწილის შემდეგ აიკაო სახელმწიფოსგან 1,3 მლნ დოლარს მიიღებს, რათა წინა სტატუსის შესაფერისი ცხოვრების სტილი შეინარჩუნოს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე