Boeing 737 MAX-ის კატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფთაგან არავინ გადარჩენილა

საქართველო, თბილისი - 13:14 | 29.10.2018
ნანახია: 853

ინდონეზიაში Boeing 737 MAX-ის კატასტროფის შედეგად გადარჩენილები არიან, ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლებმა განაცხადეს.  
ავიაკომპანია Lion Air-ის ლაინერი Boeing 737 MAX-ი, რომელიც ჯაკარტიდან სუმატრას კუნძულზე მიფრინავდა, ინდონეზიის დედაქალაქის აეროპორტიდან აფრენიდან 13 წუთში რადარებიდან გაქრა.  

თვითმფრინავის ნამსხვრევები იავას კუნძულის სანაპიროსთან იპოვეს. ინდონეზიის სანაპიროსთან ნაპოვნია ერთი ცხედარი.

ავიაკომპანიის ინფორმაციით, ბორტზე 181 მგზავრი, ორი პილოტი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა. Lion Air-ის ცნობით,  თვითმფრინავს ტექნიკური პრობლემები ჰქონდა.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე