თბილისში, მდინარე მტკვარში ავტომობილი გადავარდა (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 11:54 | 29.10.2018
ნანახია: 736

შსს-ს ინფორმაციით, ავტომობილი ჯერ ჯებირს შეეჯახა, შემდეგ კი, მტკვარში გადავარდა.

თბილისში, მარცხენა სანაპიროზე, ბაგრატიონის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა მტკვარში გადავარდნილი მანქანის მძღოლი უვნებლად ამოიყვანეს.

მდინარე მტკვარში BMW-ს მარკის ავტომანქანა დილით გადავარდა.

უწყების ცნობით, 21 წლის მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

 






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე