ხმების 99 %-ის დათვლის შედეგებით, სალომე ზურაბიშვილს 38,66 %-იანი, გრიგოლ ვაშაძეს კი - 37,7 %-იანი მხარდაჭერა აქვს

საქართველო, თბილისი - 10:46 | 29.10.2018
ნანახია: 584

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილი 3 689 საარჩევნო უბნის შედეგების მიხედვით, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 38,66 %, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კი - 37,7 % მიიღო.

ცესკო-ს ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილს მხარი 614 964-მა ამომრჩეველმა დაუჭირა, გრიგოლ ვაშაძეს კი 599 662-მა.

10,97 %-მა დაუჭირა მხარი „ევროპული საქართველოს“ კანდიდატ დავით ბაქრაძეს, 3,76 %-მა შალვა ნათელაშვილს, 2,26 %-მა - დავით უსუფაშვილს, 2,26 %-მა - ზურაბ ჯაფარიძეს და 1,33 %-მა - კახა კუკავას.

ცნობისთვის, ქვეყნის მასშტაბით სულ 3705 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, 3689 უბნის შედეგები კი, რაც ამ დროისთვის არის დათვლილი, საერთო ხმების 99,57 %-ს შეადგენს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე