„სამართლიანი არჩევნები“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებული დარღვევების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას

საქართველო, თბილისი - 16:43 | 28.10.2018
ნანახია: 622

ამ ეტაპისთვის, კენჭისყრის მიმდინარეობის დროს „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები:

ამომრჩეველთა ნებაზე სავარაუდო ზემოქმედების მცდელობა:

  • ტყიბულის საარჩევნო ოლქის #2,  #5, #29 და #31საარჩევნო უბნების მიმდებარედ, როგორც შენობის შიგნით სადაც უბნებია განთავსებული, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან სალომე ზურაბიშვილის და „ქართული ოცნების“ აქტივისტები, რომლებიც შედგენილი სიებით ამოწმებენ ამომრჩეველთა გამოცხადებას არჩევნებზე. ერთ-ერთ უბანზე იმყოფებოდნენ ასევე საკრებულოს წევრები „ქართული ოცნებიდან“. მათსა და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება. 
  • კვლავ გრძელდება პარტიის აქტივისტების/წარმომადგენლების და ე.წ. „კოორდინატორების“ მობილიზება უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ დროისთვის მსგავსი ფაქტები დაფიქსირდა #50 საჩხერის საარჩევნო ოლქის #3 და #5საარჩევნო უბნებზე; #17 თელავის საარჩევნო ოლქის #45 საარჩევო უბანზე;
  • #35 ხაშურის საარჩევნო ოლქის #4 და #5 საარჩევნო უბნების და #49 თერჯოლის საარჩევნო ოლქის #29 უბნის მიმდებარედ მობილიზებული არიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და აღრიცხავენ მისულ ამომრჩევლებს.
  • #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #38 საარჩევნო უბანზე ნახევარ საათიანი ინტერვალით მოყავდათ ამომრჩევლები სამარშრუტო ტაქსებით, რაც სავარაუდოდ ხორციელდებოდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ.
  • დედოფლისწყაროს #14 საარჩევნო ოლქის #საარჩევნო უბნის წინ დგას სამი ქალი რვეულებით და სიებით. დამკვირვებლის კითხვაზე, რომელ სუბიექტს წარმოადგენენ ერთ-ერთმა უპასუხა, რომ წარმოადგენს სალომე ზურაბიშვილის შტაბს. ისინი მოსული ამომრჩევლის აღრიცხვას აწარმოებენ.
  • საგარეჯოს #11 საარჩევნო ოლქის #უბანზე, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ წარმომადგენელს დაურეკა სავარაუდოდ გარეთ მდგომმა კოორდინატორმა და უთხრა, რომ უბანზე ამ დროისთვის სულ მოსულია 90 ამომრჩეველი და აქედან "მათი" არის ასევე გმოთქვა წუხილი დაბალი აქტივობის გამო.
  • ბათუმის #79 საარჩევნო ოლქის #48, #77, #78 და #26 საარჩევნო უბნების და ზესტაფონის #51 საარჩევნო ოლქის #47 უბნის გარე პერიმეტრზე მობილიზებულია ხალხი, რომელთა შორისაც სავარაუდოდ არიან როგორც პარტია „ქართული ოცნების“, ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები.
  • ასევე, ბათუმის #79 საარჩევნო ოლქის #31, #81, #66, #23, #48 უბნებზე დაფიქსირდა რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ნაკადის მომწესრიგებელთან ერთად დგანან და ონლაინ აპლიკაციით ამომრჩეველთა ბაზაში ამოწმებენ მისულ ამომრჩევლებს პირადობის მოწმობის საფუძველზე.

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება:

  • ბათუმის #9 უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დაპირისპირება მოხდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს - მურმან დუმბაძე, ლევან ანთაძე და ლევან ვარშალომიძე და „ქართული ოცნების“ კოორდინატორს შორის. კერძოდ, „ქართული ოცნების“ კოორდინატორი უბნის გარეთ მანქანაში იმყოფებოდა, როდესაც ენმ-ს წარმომადგენლები მივიდნენ და გადაღება დაუწყეს, რათა დაეფიქსირებინათ მათი ვარაუდით ამომრჩევლების გადამოწმების ფაქტი. „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა გააპროტესტა გადაღება და ენმ-ს ერთ-ერთ წარმომადგენელს აკრედიტაცია ჩამოგლიჯა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლმა ჯერ განაცხადა რომ, ენმ-ს წარმოამდგენელმა მანქანას ფეხი ხოლო შემდგომ, პოლიციასთან საუბრისას ეს ვერსია შეცვალა და განაცხადა, რომ მანქანისთვის ფეხის დარტყმის გარდა ენმ-ს წარმომადგენელმა მასაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ამ ფაქტს სხვა თვითმხილველი არ ჰყავს.

დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა:

  • #5 ისნის საარჩევნო ოლქის #56 საარჩევნო უბანზე 40 წუთის განმავლობაში უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირებს ეზღუდებოდათ ფოტო-ვიდეო გადაღება, რაც დამკვირვებლის მითითების შემდეგ აღმოიფხვრა.                                   
  • #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #15 და #72 საარჩევნო უბნებზე კომისიის თავმჯდომარეებმა დამკვირვებელს უკანონოდ შეუზღუდეს ვიდეო გადაღების უფლება.

მარკირების წესის დარღვევა:

  • #4 კრწანისის საარჩევნო ოლქის #12 საარჩევნო უბანზე ნაკადის მომწესრიგებელმა ორ ამომრჩეველს არ შეუმოწმა მარკირება.

სიაში ხელის არასწორად მოწერა:

  • #53 ვანის საარჩევნო ოლქის #4 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა არასწორად მოაწერა ხელი სიაში.
  • #65 მარტვილის საარჩევნო ოლქის #9 საარჩევნო უბანზე ნაკადის მომწესრიგებელმა მარკირების მქონე ამომრჩეველი შეუშვა უბანზე, რომელმაც მისცა ხმა.

ბიულეტენებთან დაკავშირებული პროცედურების დარღვევა

  • #1 მთაწმინდის საარჩევნო ოლქის #35 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ორი ბიულეტენი გასცა ამომრჩეველზე, რის გამოც გაცემული ბიულეტენების რაოდენობა მეტი იქნება ხელმოწერების რაოდენობაზე.
  • #49 თერჯოლის საარჩევნო ოლქის #20 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ხელმოწერების გადათვლისას აღმოაჩინა, რომ გაცემული ბიულეტენების რაოდენობა ერთით მეტი იყო ხელმოწერების რაოდენობასთან შდარებით.
  • #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #19 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ხელმოწერით და ბეჭდით წინასწარ დაამოწმა 5 ბიულეტენი. დამკვირვებლის მითითების შემდეგ რეგისტრატორმა შეწყვიტა ბიულეტენების წინასწარ დამოწმება.
  • #58 წყალტუბოს საარჩევნო ოლქის #6 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა არ დაამოწმა ბიულეტენი ხელმოწერითა და ბეჭდით, რაც ამომრჩეველმა შეამჩნია კაბინაში შესვლის შემდეგ და მისი მოთხოვნის შემდეგ მოხდა ბიულეტენის სათანადოდ დამოწმება.
  • #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #20 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ბიულეტენი კონვერტის გარეშე მოათავსა ყუთში.

არაუფლებამოსილი პირი უბაზე:

  • #11 საგარეჯოს საარჩევნო ოლქის #30 უბანზე იმყოფებოდა არაუფლებამოსილი პირი, რომელსაც თავმჯდომარემ მითითების შემდეგ დაატოვებია უბანი.
  • #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #13 საარჩევნო უბანზე საკრებულოს დეპუტატი ალი მურადოვის უბანზე შესვლის შემდეგ მოხდა დაპირისპირება დამკვირვებელსა და საკრებულოს დეპუტატის შორის. არსებული ინფორმაციით, დეპუტატი დაემუქრა დამკვირვებელს და ასევე კომისიის წევრებს. ერთ-ერთი დამკვირვებლის თქმით, დეპუტატი ამბობდა: „აი რვის შემდეგ დაგანახებთ ვინ ვარ მე“.

ამომრჩეველთა სიის ხარვეზი:

  • #8 დიდუბის საარჩევნო ოლქის #3 საარჩევნო უბანზე 4 ამომრჩეველი, რომლებიც ამ უბნის ამომრჩევლები არიან და ამ უბანზე აძლევდნენ ხმას არ იყვნენ ამომრჩეველთა სიაში და ვერ მისცეს ხმა.

სამართლიანი არჩევნები გაძლევთ შესაძლებლობას ონლაინ რეჟიმში დააკვირდეთ არჩევნების მიმდინარეობას არჩევნების პორტალის - www.electionsportal.ge მეშვეობით, სადაც  საარჩევნო დარღვევები საარჩვენო რუკაზე აისახება. გარდა ამისა, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა მოგვაწოდოს ინფორმაცია საარჩევნო დარღვევების თაობაზე პორტალის მეშეობით ან უფასო sms-ით ნომერზე 90039.

“სამართლიანი არჩევნები“ შეახსენებს ამომრჩევლებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი.

„სამართლიანი არჩევნები“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და თავისუფლად დააფიქსირონ საკუთარი ნება სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ.

„სამართლიანი არჩევნები“ შეახსენებს ამომრჩევლებს, რომ ხმის მიცემა ფარულია და ამომრჩეველზე ზეწოლა და ნების გამოვლენაზე კონტროლი წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს.

სამართლიანი არჩევნების“ შემდეგი განცხადება გამოქვეყნდება 19:00 საათზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე