ეს დღეები მძიმე იყო არამარტო პრეზიდენტობის კანდიდატებისთვის, არამედ მძიმე იყო მთელი ერისთვის - ილია მეორე

საქართველო, თბილისი - 16:10 | 28.10.2018
ნანახია: 652

დღეს განსაკუთრებული დღეა. ქართველი ერი, ქართველი ხალხი, საქართველო ირჩევს საქართველოს პრეზიდენტს. ეს წინა დღეები მძიმე იყო არამარტო იმათთვის, ვინც იყო პრეზიდენტობის კანდიდატი, არამედ მძიმე იყო მთელი ხალხისთვის, მთელი ერისთვის. ხშირი შემთხვევა იყო, როცა უხეშად ახსენებდნენ ერთმანეთს და ეს უნდა გავითვალისწინოთ მომავალში - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საკვირაო ქადაგებაზე განაცხადა.

პატრიარქმა აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატები ხშირად უხეშად ახსენებდნენ ერთმანეთს, და სსაჭიროა იმის ცოდნა, რომ სხვისი დამცირება არაფერს მისცემს ადამიანს. 

უწმინდესი საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეხმაურა. ილია მეორემ მრევლს მიმართა და განაცხადა, რომ დღეს განსაკუთრებული დღეა, რადგან საქართველო ირჩევს პრეზიდენტს.

„დღეს განსაკუთრებული დღეა. ქართველი ერი, ქართველი ხალხი, საქართველო ირჩევს საქართველოს პრეზიდენტს. ეს წინა დღეები მძიმე იყო არამარტო იმათთვის, ვინც იყო პრეზიდენტობის კანდიდატი, არამედ მძიმე იყო მთელი ხალხისთვის, მთელი ერისთვის. ხშირი შემთხვევა იყო, როცა უხეშად ახსენებდნენ ერთმანეთს და ეს უნდა გავითვალისწინოთ მომავალში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ სხვისი დამცირება არაფერს არ მისცემს ადამიანს, პირიქით, სხვისი ამაღლება აღგამაღლებთ თქვენც.

მაცხოვარი ჩვენი ბრძანებს „ითხოვდეთ და მოგეცეთ თქვენ”, რა უნდა ვთხოვოთ უფალს? უნდა ვთხოვოთ სიმშვიდე, შვილების კეთილდღეობა. წმინდა მამები ამბობდნენ: „ჰე, უფალო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვადძმისა ჩემისათა“.

უნდა დაინახოს ადამიანმა თავისი თავი. ძველი რომაელები ამბობდნენ, შეიცანი თავი თვისი. უნდა შევიცნოთ თავი ჩვენი და არ უნდა დავინახოთ ან ნაკლებად დავინახოთ ნაკლი ჩვენი მოყვასისა. უნდა დავინახოთ მისი კეთილი მხარე - განაცხადა პატრიარქმა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე