გორის #96 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა სამაგიდო სია დააზიანა - საია

საქართველო, თბილისი - 15:18 | 28.10.2018
ნანახია: 657

გორში ამომრჩეველმა მოითხოვა, შვილის ნაცვლად მიეღო არჩევნებში მონაწილეობა და უარის თქმის შემდეგ სამაგიდო სია დააზიანა, - ამის შესახებ საიას თავმჯდომარემ სულხან სალაძემ არასამთავრობო ორგანიზაციების შტაბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საიას დამკვირვებლებმა წარადგინეს სულ 39 საჩივარი უბანზე, 29 ოლქში და დააფიქსირეს 21 შენიშვნა.

„გორის #96 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა სამაგიდო სია დააზიანა. ამომრჩეველმა მოითხოვა, რომ შვილის ნაცვლად მიეღო არჩევნებში მონაწილეობა, რაზეც საუბნო საარჩევნო კომისიამ კანონის თანახმად, უარი განუცხადა. უარით გაღიზიანებულმა ამომრჩეველმა სამაგიდო სია დააზიანა“, - განაცხადა სულხან სალაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე