მარნეულში, სოფელ იმირში 59-ე უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

საქართველო, თბილისი - 13:57 | 28.10.2018
ნანახია: 907

მარნეულში, სოფელ იმირში 59-ე უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აღნიშნულ ინფორმაციას ორგანიზაცია „ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის“ ავრცელებს.

ორგანიზაციის დამკვირვებლის განმარტებით, გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებელს, ფიქრათ კარაევს ფიზიკურად გაუსწორდა ხალადი ჰუსეინოვი, რომელიც "ქართული ოცნების" წევრია. მისივე ინფორმაციით, სიტუაცია პოლიციის მისვლის შემდეგ განიმუხტა.

მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, მამუკა ნავერიანის თქმით, მომხდარი პროვოცირებულია ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მხრიდან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე