გურჯაანის 46-ე საარჩევნო უბანზე სიაში 2017 და 2018 წლებში გარდაცვლილი მოქალაქეები აღმოაჩინეს

საქართველო, თბილისი - 13:51 | 28.10.2018
ნანახია: 739

გურჯაანის 46-ე საარჩევნო უბანზე სიაში 2017 და 2018 წლებში გარდაცვლილი მოქალაქეები გიორგი და ალექსანდრა გაბოშვილები აღმოაჩინეს.

გურჯაანის მე-12 საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის, მადონა ჯავახიშვილის განმარტებით, გარდაცვლილები რომ სიიდან ამოეღოთ, ოჯახის რომელიმე წევრს უნდა წარმოედგინა გარდაცვალების მოწმობა.

თელავის საარჩევნო ოლქში დაფიაქსირდა სხვისი პირადობის მოწმობით ხმის მიცემის მცდელობა, ასეთი ფაქტის გამო სოფელ ყარაჯალის 38-ე საარჩევნო უბანზე საჩივარი დაწერა „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელმა. ლაგოდეხის ოლქის ზოგიერთ საარჩევნო უბანთან გაკრულია პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის პლაკატი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე