თელავში სამოქალაქო აქტივისტმა საარჩევნო ბიულეტენში ცხვარი შემოხაზა

საქართველო, თბილისი - 13:11 | 28.10.2018
ნანახია: 743

თელავში სამოქალაქო აქტივისტმა, არჩილ მჭედლიშვილმა, პროტესტის ნიშნად, საპრედენტო კანდიდატად ცხვარი შემოხაზა, - ინფორმაციას knews.ge ავრცელებს.

,,ვიყავი არჩევნებზე და, რა თქმა უნდა, ჩავწერე და შემოვხაზე ცხვარი. მმართველ გუნდს, საპარლამენტო არჩევნების დროს არ ჰქონდა პროგრამაში პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმების საკითხი.

როდესაც გადაწყვეტილებას იღებდა, ასე რადიკალურად შეეცვალა მიდგომა, რეფერენდუმი არ ჩაუტარებია.გამოდის მოსახლეობისგან არ ჰქონდა მანდატი. გიორგი მარგველაშვილის პოზიციების გამო ადგე და არა თავად მარგველაშვილს, არამედ ინსტიტუტს დაარტყა და გამოიყენო პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა, არ არის დემოკრატიის საუკეთესო გამოვლინება. მე ვარ და ჩემი ნაბადიო. “კანდიდატი ცხვარი” პირველ რიგში არის სამოქალაქო პროტესტის ფორმა. ასე გავაპროტესტე ეს არჩევნები,” – განუცხადა knews.ge-ს არჩილ მჭედლიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე