11 მოკლული და 6 დაჭრილი - თავდასხმა პიტსბურგის სინაგოგაში

საქართველო, თბილისი - 10:48 | 28.10.2018
ნანახია: 807

აშშ-ში, პენსილვანიის ქალაქ პიტსბურგის სინაგოგაში სროლის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა.

ინციდენტის შედეგად დაიჭრა 6 ადამიანი, მათ შორის ოთხი პოლიციელია.

თავდამსხმელი მრავლობითი ჭრილობით საავდმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

მსროლელი სულ მცირე სამი პისტოლეტით იყო შეიარაღებული.

აშშ-ის გენერალური პროკურორის ჯეფ სეშნსის თქმით, თავდამსხმელს სიკვდილით დასჯა ემუქრება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე