ბათუმში, ავტომობილებში მობილიზებული აქტივისტები ფულით ცდილობენ ამომრჩევლის მოსყიდვას - ოპოზიცია

საქართველო, თბილისი - 10:31 | 28.10.2018
ნანახია: 644

ბათუმში, მე-9 საარჩევნო უბანზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო.

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, "ქართული ოცნების" აქტივისტები საარჩევნო უბნის გარეთ, ამომრჩეველზე ზეწოლას ახორციელებენ.

მისივე თქმით, ავტომობილებში მობილიზებული აქტივისტები ფულით ცდილობენ ამომრჩევლის მოსყიდვას, ასევე ადგილზე იმყოფებიან დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც ზეწოლას ახდენენ ხმის მისაცემად მისულ ადამიანებზე.

მომხდარ ფაქტზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა დაწერეს საჩივარი, რასაც უბანზე ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

შეგახსენებთ, დღეს, 28 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქეები ექვსწლიანი ვადით მეხუთე პრეზიდენტს ირჩევენ. 2018 წლის არჩევნებზე პრეზიდენტად კენჭისყრის სურვილი სულ 46-მა კანდიდატმა გამოთქვა. თუმცა ცესკო-მ მხოლოდ 25 კანდიდატი დაარეგისტრირა, საიდანაც 19 მათგანი წარდგენილია პოლიტიკური პარტიის მიერ, ხოლო 6 საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 3 518 877. არჩევნებისთვის რეგისტრირებულია და დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 82 000-ზე მეტი წარმომადგენელი, 73 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 22 000-ზე მეტი დამკვირვებელი და 58 საერთაშორისო ორგანიზაციის 1100-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი. საპრეზიდენტო არჩევნებს 125 მედია ორგანიზაციის 2000-ზე მეტი ჟურნალისტი აშუქებს. აკრედიტებულ მედიასაშუალებებს შორის 31 საერთაშორისო და 94 ადგილობრივი მედია ორგანიზაციაა. იმ შემთხვევაში, თუ პირველ ტურში საპრეზიდენტო კანდიდატებიდან რომელიმე ამომრჩეველთა ხმების 50 %-ზე მეტს ვერ მოაგროვებს, არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელიც უნდა ჩატარდეს არაუგვიანეს 1-ლი დეკემბრისა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე