ქართველმა სამხედროებმა მოსწავლეების წერილები მიიღეს

საქართველო, თბილისი - 18:20 | 07.12.2015
ნანახია: 1873

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისგან ათეულობით წერილი მიიღეს.
მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე ჯარისკაცებმა თბილი სიტყვებისგან მოგვრილი დადებითი ემოციებისთვის პატარა მეგობრებს გულითადი მადლობა გადაუხადეს და საპასუხო წერილებიც გაუგზავნეს. პირველი კლასის რიგითმა გიორგი ვერულაშვილმა ერთ-ერთი წერილის ავტორს, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული 22-ე ბატალიონისა და ეროვნული გვარდიის ოცეულის სახელით, საჩუქრად ჭადრაკი გაუგზავნა.
სამხედროებსა და ბავშვებს შორის მსგავსი კომუნიკაციის მიზანი სამშობლოდან შორს მყოფი მებრძოლებისთვის თანადგომისა და მხარდაჭერის გამოხატვაა. საქართველოს თავდაცვის, იუსტიციის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების ერთობლივი პროექტი დანაშაულის პრევენციის ცენტრის სტუდენტებთან ერთად 2012 წლიდან ხორციელდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე