სახლი, რომელზეც თქვეს გია ჟორჟოლიანის არისო, სინამდვილეში ჩემია - თეონა კონტრიძე

საქართველო, თბილისი - 09:16 | 28.10.2018
ნანახია: 2115

სახლი, რომელზეც თქვეს გია ჟორჟოლიანის არისო, სინამდვილეში ჩემია - აცხადებს მომღერალი თეონა კონტრიძე.

თეონა კონტრიძის განცხადებით, გუშინ, ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ სიუჟეტში, თბილისში, ალექსანდრე იოსელიანის ქუჩაზე მდებარე სახლი თითქოს დეპუტატ გია ჟორჟოლიანს ეკუთვნის, სიცრუეა.

„ამჟამად ვიმყოფები კახეთში, კონცერტი მქონდა და ტრადიციულად ჩავრთე გრიმის კეთების დროს ტელევიზორი. რას ვხედავ, შუქდება პარლამენტარ გია ჟორჟოლიანის „ოლიგარქული“ სამფლობელო ფხაკაძის ქუჩაზე (უკვე ალექსანდრე იოსელიანზე). სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს და რომ არ ეხებოდეს ჩემი უახლოესი მეგობრის ყველაზე სპეტაკ და პატიოსან მამას. სახლი ფხაკაძის ქუჩაზე არის ჩემი! რაზე აღარ მიდის მედია არჩევნების წინ. გია ჟორჟოლიანთან მიბრძანდით პეკინის ქუჩაზე და ნახეთ მილიონი გზის პარლამენტარი რა პირობებში ცხოვრობს და როგორი შორს არის ფუფუნებიდან მისი ყოფა. უხერხულია უბრალოდ ამხელა ცილისწამება“,- წერს თეონა კონტრიძე „ფეისბუქზე“.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე