გიორგი ქადაგიძე ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველო, თბილისი - 17:56 | 07.12.2015 ნანახია: 15847 დეკემბერს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს შეხვდნენ. შეხვედრაზე, რომელიც სასტუმრო "ქორთიარდ-მარიოტში" გაიმართა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ბიზნეს ასოციაციის წევრებს მაკროეკონომიკური ტენდენციები და საბანკო სექტორში არსებული ვითარება გააცნო. ბიზნეს ასოციაციის წევრებს საშუალება ჰქონდათ გიორგი ქადაგისთვის დაესვათ მათთვის მნიშვნელოვანი ყველა შეკითხვა და გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები.
"მინდა აღვნიშნო, რომ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის რანგში ეს არის სავარაუდოდ ჩემი ბოლო შეხვედრა ბიზნეს ასოციაციასთან, რომელთანაც ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ამიტომ გარკვეულწილად ეს იქნება ანგარიშის ჩაბარება განვლილი საქმიანობის შესახებ და რა თქმა უნდა გულწრფელი საუბარი როგორც ყოველთვის მიმდინარე პრობლემებზე, გამოწვევებსა და გეგმებზე", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა ინფლაციის მაჩვენებელთან დაკავშირებით, კერძოდ, როგორც გიორგი ქადაგიძემ აღნიშნა, ინფლაცია მცირედით გადასცდა სამიზნე მაჩვენებელს, თუმცა ეს პროგნოზირებადი იყო. "ამის შესახებ ჯერ კიდევ აგვისტოს მოხსენებებში(პუბლიკაციებში ან ინფლაციის მიმოხილვაში) აღვნიშნავდით. ჩვენი პროგნოზით, ინფლაცია მცირედ ზრდას მომდევნო წლის პირველ კვარტლამდე გააგრძელებს და სამიზნე მაჩვენებელს მომავალი წლის მეორე ნახევრიდან დაუბრუნდება. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ დავინახავთ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების საჭიროებას, ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკა განვითარების იმ ზღვარზეა, როდესაც ანგარიშებისა და პროგნოზების მიხედვით ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელი 2017 წლის შემდგომ 3%-მდე ჩამოიწევს და საშუალო ვადიანი მაჩვენებელი 3% იქნება. "ჩვენი სამიზნე მაჩვენებელი არის 5%, რაც ითვლება ოპტიმალურად იმ ზომისა და განვითარების სტადიისთვის, რაშიც ჩვენ ვიმყოფებით. ინფლაცია ნიშნავს სამომხმარებლო ფასების საშუალო ზრდას. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა საქონელზე ფასი 5%-იდან 6%-ითაა გაზრდილი. ზოგ საქონელზე მნიშვნელოვნად გაზრდილია, ზოგზე შემცირებულია, ზოგზე არაა ცვლილება, მაგრამ საშუალო ინდექსი არის 6%-ზე ცოტა მეტი", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განმარტა, იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის საფრთხე კიდევ უფრო გაიზრდება, ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას გაამკაცრებს. გიორგი ქადაგიძის თქმით, "ახლა ყველაფერი იმ პროგნოზებთან სრულ შესაბამისობაშია, რასაც ეროვნული ბანკი მთელი თვეების განმავლობაში აქვეყნებდა".
ეროვნული ბანკის პრეზიდეტმა დღეს მედიასთან ეროვნული ვალუტის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, მთავარი ეკონომიკური შოკი, რომელიც ქვეყანამ მიიღო, ლარის კურსში უკვე ასახულია "როგორც აქამდე არაერთხელ განვაცხადე, სხვა თანაბარ პირობებში წნეხს ლარის გაუფასურებაზე ჩვენ აღარ ველოდებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთავარი ეკონომიკური შოკი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, უკვე ასახულია კურსში",- განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე

სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა