წყალდიდობა ქობულეთში

საქართველო, თბილისი - 16:03 | 27.10.2018
ნანახია: 1132

ძლიერი წვიმის შედეგად ქობულეთი დაიტბორა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ქობულეთში ისევ წვიმს. უამინდობამ მუნიციპალიტეტში დილით პრობლემები შექმნა. მოსახლეობას შეფერხებით მიეწოდებოდა ელექტროენერგია, მერიის ინფორმაციით პრობლემა აღმოფხვრილია. უხვი ნალექის შედეგად დატბორილი სახლიდან მაშველებმა დედა-შვილი გამოიყვანეს.

მდინარე აჭყვას კალაპოტიდან გადმოსვლის გამო, რუსთაველისა და აღმაშენებლის ქუჩებზე წყალი საცხოვრებელ სახლებში დაიტბორა ასევე ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაც. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე