ზაზა სარალიძე ინგოროყვას კლინიკაში რჩება - ადვოკატი

საქართველო, თბილისი - 13:58 | 27.10.2018
ნანახია: 757

ზაზა სარალიძე კვლავ ინგოროყვას კლინიკაში რჩება, მასთან მოსანახულებლად მალე მივალ, - აღნიშნულის შესახებ, "ჯი-ეიჩ-ენს" სარალიძის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ განუცხადა. 

ზაზა სარალიძე ინგოროყვას კლინიკაში შინაგან საქმეთა სამინისტროდან გადაიყვანეს. იქ ის საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებს პოლიციელზე თავდასხმისთვის უნდა დაეკითხათ. 

ცნობისთვის, ზაზა სარალიძე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დააკავეს, რაც ისჯება ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

პარლამენტის წინ ამ დროისთვის სიმშვიდეა. ზაზა სარალიძის მხარდამჭერები აქციის განახლებას დღეს, საღამოს 7 საათიდან გეგმავენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე