ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია „თანამშრომლობა სატყეო და გარემოს დაცვით საკითხებში“ გაიმართა
საქართველო, თბილისი - 15:26 | 26.10.2018 ნანახია: 868საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე გაიხსნა მე-2 საერთაშორისო ქართულ-პოლონური კონფერენცია - „თანამშრომლობა სატყეო და გარემოს დაცვით საკითხებში“.
კონფერენცია სამდღიანია და მასში მონაწილეობს საქართველოს, პოლონეთის და აზერბაიჯანის აგრარული სფეროს სპეციალისტები, პოზნანის და ტექნიკური უნივერსიტეტების პროფესორები და ექსპერტები.
კონფერენცია გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა.
„პოზნანის უნივერსიტეტთან დიდი ხნის ურთიერთობა გვაკავშირებს. მადლობა მინდა გადავუხადო პოზნანის მუნიციპალიტეტს, რომელმაც 2008 წელს, როდესაც საქართველოს ძალიან უჭირდა, თანადგომა გამოგვიცხადა და ჩვენი სტუდენტების სწავლა დააფინანსა. ეს მხარდაჭერა ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანი იყო და ის არ დაწყებულა 2008 წელს. ჩვენს ურთიერთობებს ღრმა ფესვები აქვს, რაშიც დიდი წვლილი ორ ადამიანს მიუძღვის - სოლომონ ქურდიანს, რომელმაც პოლონეთში მიიღო განათლება, იქ მოღვაწეობდა და დიდი წვლილი შეიტანა პოლონეთის სატყეო მეურნეობის განვითარებაში და ლუდვიგ მლოკოსევიჩს, რომელიც საქართველოში მოღვაწეობდა და ლაგოდეხის ნაკრძალის განმავითარებელია. ეს ორი ადამიანი ჩვენი ურთიერთობის სიმბოლოა. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტსა და პოზნანის საბუნებისმეტყველო უნივერსიტეტს შორის მჭიდრო კავშირია, ასევე, კორნიკის ინსტიტუტთან. ეს არის იმ გზის გაგრძელება, რომელსაც მლოკოსევიჩმა და ქურდიანმა დაუდეს სათავე. სწორედ პოლონეთში გაიზარდა ლევან ჩოფლიანი, რომელიც ბრწყინვალე მეცნიერად ჩამოაყალიბდა “, - განაცხადა ზურაბ გასიტაშვილმა.
„მნიშვნელოვანია, რომ ღონისძიება ემთხვევა პოლონეთის დამოუკიდებლობის 100 წლისთავს, საქართველოს დამოუკიდებლობაც 100 წელს ითვლის. ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობა თავიდანვე კარგად დაიწყო. წარსულიდან ამ თანამშრომლობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია ის ფაქტი, რომ ასზე მეტი ქართველი პოლონურ ჯარში მსახურობდა. ისინი, თავიდან, მხოლოდ რამდენიმე წლით აპირებდნენ პოლონეთში ყოფნას, მაგრამ საქართველოში იმ დროს განვითარებული მოვლენების გამო, პოლონეთში დარჩენა მოუწიათ. ისინი გერმანელებს ებრძოდნენ, შემდგომ აჯანყებაში მიიღეს მონაწილეობა, რუსებმა 20-მდე ოფიცერი დახვრიტეს. ასეთია ისტორიული წარსული, რომელმაც ორ ერს შორის მეგობრობა ჩამოაყალიბა, რაც დღესაც წარმატებით გრძელდება“, - განაცხადა პოლონეთის დელეგაციის წარმომადგენელმა, გრზეგორზ რაჩკამ.
სატყეო დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, პოლონურმა მხარემ ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, გიორგი გაგოშიძე პოლონეთის სატყეო საქმის საპატიო მედლით დააჯილდოვა და მას სამახსოვრო საჩუქარი - პოლონელი მეტყევის დაშნა (კორდელასი) გადასცა.
საქართველოს ტექნიკურ და პოზნანის უნივერსიტეტებს შორის 10-წლიანი თანამშრომლობის შედეგების შესახებ ისაუბრეს აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანმა, პროფ. გიორგი ქვარცხავამ, პოზნანის საბუნებისმეტყველო უნივერსიტეტის, სატყეო ფაკულტეტის პროფესორებმა - რომან გორნოვიჩმა და სეზარ ბეკერმა; აზერბაიჯანის სატყეო სფეროს განვითარების მნიშვნელოვან ასპექტებს შეეხო აზერბაიჯანის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების ფაკულტეტის პროფესორი, ზაქირ იბრაგიმოვი, პოლონეთის გარემოსა და სატყეო სისტემების დაცვის საკითხებზე ისაუბრა ზბიგნევ სოლტისინსკიმ, საქართველოში გარემოსდაცვითი ღონისძიებებები, სატყეო დარგში მიმდინარე პროცესები და სატყეო ინფრასტრუქტურის განვითარების ეტაპები განიხილა ნიკო თევდორაშვილმა.
საერთაშორისო სამდღიან კონფერენციაზე განიხილავენ საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში სატყეო მეურნეობის დარგში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს. პოლონური მხარე კონფერენციის მონაწილეებს პოლონეთის სატყეო სფეროში არსებულ მდგომარეობას გააცნობს და იმ მდიდარსა და წარმატებულ გამოცდილებას გაუზიარებს, რაც პოლონეთს ამ დარგში გააჩნია.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა