ზაზა სარალიძე დააკავეს

საქართველო, თბილისი - 13:04 | 26.10.2018
ნანახია: 828

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე დაკავებულია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"რუსთაველის გამზირზე, ჯოხით შეიარაღებული ზაზა სარალიძე თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ. ზაზა სარალიძემ პოლიციელთა მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება სასწრაფო დახმარების ავტომანქანაში განაგრძო, რომელიც რუსთაველის გამზირზე პოლიციისთვის სამედიცინო დახმარების გასაწევად მივიდა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ზაზა სარალიძე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით პოლიციელზე თავდასხმისთვის დააკავეს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დაკავებულია ასევე ზაზა სარალიძის თანმხლები ორი პირი", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 







არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე