ალო, პირველი არხის წამყვანო გალსტუკ-ჟილეტით, უსახელოვ და უგვაროვ - ნიკა გვარამია

საქართველო, თბილისი - 09:52 | 25.10.2018
ნანახია: 1292

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია კატეგორიულად უარყოფს, რომ მხარს უჭერს „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს. ამის შესახებ ნიკა გვარამია Facebook-ში პოსტს აქვეყნებს.

„ალო, პირველი არხის წამყვანო გალსტუკ-ჟილეტითუსახელოვ და უგვაროვ. აბა, სადმე მანახე, სად დავაფიქსირე, რომ გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერი ვარ, როგორც ეს დებატებში განაცხადე.

ან მოიყვანე ერთი მტკიცებულება მაინც, ან მოიხადე ბოდიში საჯაროდ შენც და შენმა არხმაც.

აქვე მივმართავ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას საჯარო განაცხადით, შეისწავლოს ამ არაკვალიფიციური დეზინფორმატორის ქმედება Nata Dzvelishvili“, – წერს გვარამია სოციალურ ქსელში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე