რუსეთი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს - ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენელი

საქართველო, თბილისი - 11:51 | 24.10.2018
ნანახია: 783

რუსეთი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს,-  ამბობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის წარმომადგენელი პაკისო მოჩოჩოკო.

„სასამართლო არ ასამართლებს და სჯის ქვეყნებს, არც ორგანიზაციებს, ის ასამართლებს ადამიანებს, ასე რომ პროკურორი ამჯერად გამოძიებას ატარებს. პირველ რიგში, მტკიცებულებები უნდა შეგროვდეს და აქედან გამომდინარე,გაიცემა დაკავების ორდერი. ისეთ ვითარებაში, სადაც ხალხმა იძულებით შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი რთულია მტკიცებულების შეგროვება, საჭიროა ამ ადამიანების მოძიება და ამას დრო სჭირდება. რუსეთი არ არის რომის სტატუტის წევრი, პროკურორი ცდილობს მიაღწიოს თანამშრომლობას რუსეთის მხრიდან მაგრამ, ეს ძალიან რთულია“, - ამბობს ლუისი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე