ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის მამა პატრულ-ინსპექტორის პოზიციაზე აღარ მუშაობს

საქართველო, თბილისი - 12:49 | 23.10.2018
ნანახია: 750

თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილის მამა, ზაქარია გრიგალაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი აღარ არის.

ის ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში აღნიშნულ მკვლელობაზე ჩვენებას აძლევს.

როგორც ზაქარია გრიგალაშვილი აცხადებს, იმ პერიოდში, როცა მკვლელობა მოხდა, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში პატრულ-ინსპექტორად მუშაობდა. საერთო ჯამში, მან პოლიციაში 17 წელი იმუშავა.

"ანა ნაცვლიშვილს კარგად ვიცნობდი, დედამისს რამდენჯერმე შევხვედრივარ შემთხვვევით, მამას ანას გარდაცვალების დღეს, 22 თებერვალს შევხვდი.

ანას და ლადოს ბავშვობიდან ერთმანეთი უყვარდათ. ბოლო ორი წელი საცოლედ ითვლებოდა", - აცხადებს გრიგალაშვილი.

ცნობისთვის, 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე მოკლულის შეყვარებული, ლადო გრიგალაშვილი დააკავეს, ის ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე