ჩინეთში მსოფლიოში ყველაზე გრძელი საზღვაო ხიდი გაიხსნა (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 11:58 | 23.10.2018
ნანახია: 1240

ჩინეთის სამხრეთით მსოფლიოში ყველაზე გრძელი საზღვაო ხიდი (ვიდეო) ოფიციალურად გაიხსნა. მისი სიგრძე 55 კმ-ს შეადგენს, ხიდი ერთმანეთთან ჰონკონგს, მაკაოს და ჩჟუჰაის აკავშირებს.

ხიდი შედგება მიწისზედა მონაკვეთისა და წყალქვეშა გვირაბისგან. ჩჟუჰაი-მაკაო-ჰონკონგის მაგისტრალი 11 ქალაქს გაივლის და რამდენიმესაათიან გზას 30 წუთამდე შეამოკლებს.

ჩინეთის ბიუჯეტს ხიდის მშენებლობა 20 მლრდ დოლარი დაუჯდა, მის აშენებას კი 9 წელი დასჭირდა.  400 ათასი ტონა ფოლადის კონსტრუქცია რვაბალიან მიწისძვრას, სუპერტაიფუნსა და სატვირთო გემებთან შეჯახებას გაუძლებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე