ჩაიკოვსკის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა

საქართველო, თბილისი - 11:09 | 23.10.2018
ნანახია: 675

სოლოლაკში, ჩაიკოვსკის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა.

მთაწმინდის გამგეობამ მოსახლეობის ნაწილი ქირით გაასახლა, დარჩენილ ნაწილთან კი ჯერ ისევ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ამ დრომდე ავარიულ შენობაში 17 ოჯახი იმყოფება.

გამგებლის მოადგილის განმარტებით, ამჟამად სპეციალისტებთან ერთად უსაფრთხოების ზომების დაცვაზე მუშაობენ.

სახლს კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს და გამაგრებას არ ექვემდებარება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე