ჯორჯ სოროსის სახლთან ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს

საქართველო, თბილისი - 10:08 | 23.10.2018
ნანახია: 973

აშშ-ში, ნიუ იორკის შტატში მილიარდერის, ფინანსისტისა და ინვესტორის ჯორჯ სოროსის სახლთან ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს.

New York Times-ის ცნობით, ინციდენტი უესტჩესტერის ოლქში მოხდა. პოლიციამ საეჭვო ნივთების შესახებ შეტყობინება მიიღო. გავრცელებული ცნობით მოწყობილობა მენაღმეებმა გააუვნებელყვეს.
სოროსი ამ დროს სახლში არ იმყოფებოდა. საქმე გამოძიების ფედერალურ ბიუროს გადაეცა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე