ქობულეთში 15 წლის გოგონა სრულწლოვან მამაკაცზე დაქორწინდა

საქართველო, თბილისი - 09:38 | 23.10.2018
ნანახია: 749

არასრულწლოვანის ქორწინების ფაქტი ქობულეთში - შემთხვევა სოფელ ლეღვაშიმოხდა. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, 15 წლის გოგონა სრულწლოვან მამაკაცზე სექტემბერში დაქორწინდა. სკოლის დირექტორი აცხადებს, რომ არასრულწლოვანი ახალი სასწავლო წლის დაწყებიდან სკოლაში არ გამოცხადებულა, 1 ოქტომბერს კი ის სხვა საჯარო სკოლაში გადავიდა. დირექტორი ჰყვება, რომ მან ფაქტის შესახებ მოგვიანებით შეიტყო და რადგან გოგონა უკვე მათი სკოლის მოსწავლე არ იყო, თავი ვალდებულად არ ჩათვალა მომხდარის შესახებ შესაბამისი

ქობულეთის რესურს ცენტრში კი განაცხადეს, რომ ფაქტის შესახებ დღეს მედია საშუალებებიდან შეიტყვეს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება შსს-მ, სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით დაიწყო.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე