უკრაინის ხელისუფლებამ, შესაძლოა ყირიმს სახელი შეუცვალოს

საქართველო, თბილისი - 16:47 | 22.10.2018
ნანახია: 737

სამუშაო ჯგუფი, რომელიც ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის პროექტის შემუშავებაზე მუშაობს, ნახევარკუნძულისთვის სახელის შეცვლის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ უმაღლესი რადას დეპუტატმა რეფატ ჩუბაროვმა განაცხადა.

მისი თქმით, სამუშაო ჯგუფმა მოამზადა უკრაინის კონსტიტუციის ცვლილების პროექტი. ეს წინადადებები განსახილველად ჯერ საკონსტიტუციო კომისიას, შედმეგ კი უკრაინის პარლამენტს გაეგზავნება.

 „ამჟამად სამუშაო სახელია (ყირიმის) ყირიმის ავტომონია, მაგრამ პარალელურად არსებობს წინადადება დარჩეს არსებული სახელი - ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკა. ასევე არის წინადადებაც დაერქვას (ყირიმს) ყირიმთათრეთის ავტონომია“, - აღნიშნა დეპუტატმა.

რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე