მარტვილის მუნიციპალიტეტში დაუდგენელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად ადგილობრივმა ხელის მტევნების დაზიანება მიიღო

საქართველო, თბილისი - 15:16 | 22.10.2018
ნანახია: 711

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ვედიდკარში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში დაუდგენელი მოწყობილობა აფეთქდა.

მომხდარის შედეგად, სოფლის მცხოვრებმა ზ.კ.-მ ხელის მტევნების დაზიანება მიიღო.

ის მარტვილის რაიონული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, პაციენტს აღენიშნებოდა ძლიერი სისხლდენა. მოხდა თითის ამპუტაცია. ამჟამად ზ.კ.–ს მდგომარეობა სტაბილურია.

შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძება სსკ-ს 124- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე