თურქეთში მიგრანტების ნავი ჩაიძირა - დაიღუპა ორი ადამიანი

საქართველო, თბილისი - 15:05 | 22.10.2018
ნანახია: 640

თურქეთის დასავლეთ სანაპიროსთან, ბოდრუმთან, სანაპიროდან 50 მეტრის მოშორებით მიგრანტების ნავი ჩაიძირა. გარდაცვლილია ორი ადამიანი.

 სააგენტო Reuters-ის ცნობით, მაშველებმა ბორტზე მყოფი 17 პირის გადარჩენა შეძლეს, კიდევ სამმა ნაპირამდე მიღწევა თავად მოახერხა, თუმცა ორი მათგანი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო და სამძებრო სამუშაოები კვლავ გრძელდება.

მიგრანტების ეროვნება ჯერ უცნობია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე