მოკლული საუდელი ჟურნალისტის საცოლე საფრთხეშია - თურქეთის ხელისუფლებამ მას დაცვა დაუნიშნა

საქართველო, თბილისი - 11:01 | 22.10.2018
ნანახია: 693

თურქეთის ხელისუფლებამ მოკლული საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის საცოლეს 24-საათიანი დაცვა დაუნიშნა.

შესაბამისი გადაყვეტილება სტამბოლის გუბერნატორმა მიიღო.

ხაშოგის საცოლე ჰატის ჩინგიზი, რომელიც თურქეთის მოქალაქეა, საქმროს 2 ოქტომბერს საუდის არაბეთის საკონსულოსთან ელოდებოდა. ჟურნალისტს შენობაში ქორწინებისთვის საჭირო დოკუმენტები უნდა აეღო. როდესაც ხაშოგი საკონსულოდან არ გამოვიდა, ხელისუფლებამ ქალი საფრთხის შესახებ გააფრთხილა.

საუდის არაბეთის ხელისუფლებამ ხაშოგის სიკვდილი ოფიციალურად აღიარა, ორი კვირის წინ ის ამ ინფორმაციას უარყოფდა, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ერდოღანმა განაცხად, რომ მკვლელობის დეტალებზე 23 ოქტომბერს ისაუბრებს.

მანამდე კი მედიაში გავრცელდ ინფორმაცია, რომ  ჟურნალისტი საკონსულოს თანამშრომლებმა შემთხვევით გაგუდეს.

მედიის ცნობით, ჟურნალისტის მკვლელობა დაგგემილი არ ყოფილა. საუდის არაბეთის ხელისუფლებამ თურქეთში 15 ადამიანი გაგზავნა, რათა ხაშოგი სამშობლოში დაბრუნებაზე დაეთანხმებინათ. შეხვდრის დროს მათ ჟურნალიტს მუქარა დაუწყეს, აფრთხილებდნენ, რომ ნარკოტიკებით გააბრუებდნენ და გაიტაცებდნენ. ჟურნალისტმა წინააღმდგობა გაუწია, გაექცა, ყვიროდა და დახმარების ითხოვდა. მედიის წყაროს თქმით, აგენტები პანიკაში ჩაცვივდნენ. ხაშოგისთვის პირზე დაფარებას შეეცადნენ, მაგრამ ზედმეტი მოუვიდათ და გაგუდეს. კვალის დასაფარად მკვლელებმა ცხედარი ხალიჩაში გაახვიეს, საკონსულოს ავტომობილით გაიტანეს და სტამბოლელ პირს გადასცეს. თურქეთის პოლიციიისთვის ცხედრის ადგილსამყოფელი უცნობია.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე